როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზღაპრული მატჩი შედგა.
შეხვედრამ იმედები ბოლომდე გაამართლა და ბრწყინვალე ატმოსფეროსთან ერთად, 90-წუთიანი დრამა და 6 ულამაზესი გოლი ვიხილეთ.
საბოლოოდ მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ფრეს დაჯერდნენ, ყველაფერი კი ერთი კვირის შემდეგ, მანჩესტერში გადაწყდება.
მადრიდში გამართული საოცარი თამაშის შემდეგ "ქალაქელთა" ერთ-ერთმა ლიდერმა, როდრიმ საინტერესო რამ განაცხადა.
"ბერნაბეუზე" ბალახი სიმეტრიულად გაკრეჭილი არ იყო", - თქვა ესპანელმა.
საინტერესოა, რომ ეს ფაქტი მხოლოდ "სიტის" მე-16 ნომერმა აღნიშნა, რომელიც მოედნის საფარის მდგომარეობით უკმაყოფილი დარჩა.