როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშის წინ "ბლანკოსმა" UEFA-ს თხოვნით მიმართა.
კერძოდ, მადრიდელებს სურთ, რომ ეს შეხვედრა გადახურული სახურავით ჩაატარონ.
როგორც ირკვევა, ამის მოთხოვნის მიზეზი რაც შეიძლება მაღალი ხმისა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" იდეალური ატმოსფეროს შექმნაა.
ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი 9 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.