"ლუკა მოდრიჩი უკან "დინამო ზაგრებში"? ეს სრულიად ლოგიკური იქნება!", - განაცხადა ზაგრების "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ჯაკიროვიჩმა ხორვატულ მედია Dnevnik-თან.
"რეალ მადრიდის" ლეგენდარულ ნახევარმცველ - ლუკა მოდრიჩსა და "სამეფო კლუბს" შორის კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულში იწურება. მხარეებს შორის კი მოლაპარაკებები გახანგრძლივების თაობაზე ამ ეტაპზე არ დაწყებულა.
ვარაუდობენ, რომ 38 წლის ხორვატი კლუბთან ახალ შეთანხმებას აღარ დადებს და მოდრიჩი "თეთრებს" დატოვებს. თანაც ამ თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ზაგრებმა" შეთავაზება გაკეთა ნახევარმცველის დამატების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი "ბლანკოსმა" "ტოტენჰემიდან" 2012 წელს დაიმატა და მას შემდეგ კლუბის შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. კლუბთან ერთად 5 ჩემპიონთა ლიგა, 3 ესპანეთის ჩემპიონობა, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 4 უეფას სუპერ თასი და სხვა მრავალი ტიტული მოიგო. ასევე მოდრიჩმა "რეალის" შემადგენლობაში 2018 წელს ფიფას წლის საუკეთესო, უეფას ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და ოქროს ბურთი მოიგო.
მიუხედავად მოდრიჩის შემცირებული როლისა, მისი სათადარიგოდან ჩართვა არაერთხელ დახმარებია გუნდს მიმდინარე სეზონში. მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 2 გოლი და 6 ასისტია.