3 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ლივერპულის კაპიტანი ვან დაიკი - ამან პარიზელთა მხირდან უბრალოდ გამაოცა

„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირგილ ვან დეიკმა ფრანგულ „ეკიპთან“ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენთან დაპირისპირება გაიხსენა.

პირველი მატჩი და პარიზელთა ძალა

„პსჟ-მ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა — როგორც თამაშის სტილით, ისე ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობით. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და, პირდაპირ ვთქვა, ჩვენი გამარჯვება ნამდვილ სიურპრიზად იქცა. თუმცა, ფეხბურთში ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი რამეები,“ – განაცხადა ვან დეიკმა.

გულდაწყვეტა პენალტების გამო

„საპასუხო შეხვედრაში შესანიშნავად დავიწყეთ და პირველივე წუთებში გოლის გატანის შანსი გვქონდა, რაც თამაშის სცენარს მთლიანად შეცვლიდა. საბოლოოდ, ყველაფერი პენალტებზე წავიდა, სადაც ყველაფერი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ყოჩაღ პსჟ-ს, კარგი ფორმაში არიან და ძალიან კარგად ერგებიან თავიანთი მწვრთნელის მოთხოვნებს.“

Facebook კომენტარები