გავლენიანი სპორტული გამოცემა "AS" იუწყება, რომ "ვალენსიამ" სტოლე დიმიტრივსკისთან კონტრაქტი გააფორმა, ჩრდილო მაკედონელი "ღამურებს" "რაიო ვალეკანოდან" ზაფხულში შეურთდება.
დიმიტრიევსკის მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში უმთავრდება, ვალენსიელებმა კი მასთან წინასწარი ხელშეკრულება გააფორმეს.
წყარო იუწყება, რომ ეს ტრანსფერი გიორგი მამარდაშვილის შეცვლითაა ნაკარნახევი.
უდიდესი ალბათობით ქართველი კარის დარაჯი "ღამურების" რიგებს, 3-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მომავალ ზაფხულში დატოვებს.
ცნობისთვის, "ვალენსია" მამარდას სანაცვლოდ არანაკლებ 30 მილიონ ევროს ითხოვს.