8 თვის და 3 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

ვითარება ისევ საეჭვოა - რა ინფორმაცია ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" საბერძნეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმით დაბრუნდა და ბოლო დრომდე განცალკევებით ვარჯიშობს, თუმცა რამდენიმე იტალიური წყაროს ცნობით, დიდია შანსი, რომ ხვიჩა მომდევნო ტურში "მონცას" წინააღმდეგ პირველი წუთებიდან შეუტევს.

როგორც ცნობილია კვარამ "დინამო არენაზე" მოედანი 109-ე წუთზე საზარდულის გაჭიმულობის მიზეზით დატოვა. ნეაპოლში დაბრუნებულ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და "მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა" დაუდგინდა, რის გამოც ხვიჩამ "ატალანტასთან" სახლში გამართული მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა, რომელიც სტუმრებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ კვარას ამ სეზონში "ნაპოლის" რიგებში 27 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი და 4 ასისტი აქვს.

Facebook კომენტარები