„ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ახლოს არის „გალათასარაიში“ გადასვლასთან.
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს. ტრანსფერი თურქულ კლუბს 75 მილიონი ევრო დაუჯდება.
ნიგერიელი ფეხბურთელი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც წელიწადში 18 მილიონ ევროს მიიღებს.
ოსიმენის ხელშეკრულებაში არის პირობა, რომლის მიხედვითაც „გალათასარაის“ არ შეეძლება მომდევნო ორი წლის განმავლობაში ფეხბურთელის გაყიდვა ნებისმიერ იტალიურ გუნდში.