19 საათის და 28 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს

მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი ქართველი ილია თოფურია მორიგ შეხვედრას მიმდინარე წლის ბოლომდე აღარ გამართავს. ამის შესახებ TASS-ს მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აცნობა. 

როგორც ის ამბობს, ილია ახლა დასვენებას აპირებს და ტიტულის დასაცავად უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის იბრძოლებს. 

შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ თოფურია ორდივიზიონიან ტიტულოვანი ჩემპიონი გახდა მსოფლიო მებრძოლთა რეიტინგშიც პირველ ადგილზე გადავიდა, სადაც ისლამ მახაჩევს გაასწრო. 

Facebook კომენტარები