ხვიჩა კვარაცხელიამ Ligue 1-ის შესახებ საკუთარი შეფასება გააკეთა და მასში თამაში იტალიურ სერია A-ს შეადარა.
"როცა იტალიაში ვიყავი, იტალიელები ხშირად ამბობდნენ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში თამაში ადვილია, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები.
"სერია A ძალიან რთულია, რადგან ყოველი მატჩი რეალური ტაქტიკური ომია. საფრანგეთში კი ყველა გუნდი ცდილობს შეუტიოს და თამაშები უფრო ღიაა.
"დონე ორივეგან ძალიან მაღალია. ჩემპიონატები განსხვავდება სტილით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ორივე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს", - აღნიშნა ქართველმა ვარსკვლავმა.