30 მარტს, საფრანგეთის ლიგა 2-ში "ბორდოსა" და "პარიზის" მატჩი შედგა, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლთან ერთად, ერთი საგოლე პასიც მიითვალა.
ამასთან, ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.
რაც შეეხება მის შეფასებას, SofaScore-ის მიხედვით მან 8.1 ქულა დაიმსახურა, რაც მატჩში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
აქვე გეტყვით, რომ ქართველის "პარიზთან" გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში მე-4 იყო.