2 თვის და 1 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

რამაზ სვანაძის სრული პრესკონფერენცია საფრანგეთთან მატჩის წინ

როგორც მოგეხაენებათ, საქართველოს U21-ის ნაკრები ხვალ საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის წინა ფრესკონეფერნციაზე საქართველოს U21-ის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა:

„საუბარი გვქონდა ყვითელ ბარათებზე. ყველას უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების მართვა. ასაკის გამო ეს ხშირად ბუნებრივია, თუმცა ისინი პროფესიონალები არიან და კარგად უნდა ხვდებოდნენ, რომ ემოციების მართვა აუცილებელია.“

"ისეთი ძლიერი მეტოქე გვყავს, რომ დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის. ყველა აცნობიერებს, რომ ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს ვხვდებით, ასე რომ, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს"

„ერთი და იგივე თამაშს ვერ ჩაატარებ — ყოველ შეხვედრას თავისი შინაარსი და სპეციფიკა აქვს. წინა მატჩში სათამაშო უპირატესობა ჩვენთან იყო, ჩვენ ვიყავით პირველი ნომერი და მეტოქე უფრო ფრთხილობდა, ვიდრე ჩვენ. ზოგადად, ყოველთვის მივესალმები იმას, რომ გუნდი მზად უნდა იყოს სხვადასხვა ტაქტიკური გადაწყობისთვის. აუცილებელია, აქცენტი გავაკეთოთ ბურთის ფლობაზე — ეს უნდა გახდეს ჩვენი თამაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.“

„ბედოშვილმა დაიმსახურა აქ ყოფნა. თითოეული ფეხბურთელი, ვინც აქ არის, იმსახურებს აქ ყოფნას. მისი თამაშში ჩართვა ან არჩართვა დამოკიდებული იქნება თამაშის შინაარსზე.“

“ჩვენი ჯგუფის სირთულიდან გამომდინარე არაფერია გამორიცხული. პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს რომ ქულა მოიპოვოს, თუმცა ჩვებ ყოვეკთვის ჩვენ თავზე ვაკეგებთ აქცენტს.”

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს დიდი არჩევანი აქვს, დუესა და ჩერკის გუნდში ყოფნა ნამდვილად დიდი პლუსია. რამდენად შეგვიწყობს ხელი მათი არყოფნა — ძნელად პროგნოზირებადია. ხშირად ნაკლებად ცნობილმა ფეხბურთელმა შეიძლება გაცილებით დიდი გავლენა მოახდინოს, ვიდრე ვარსკვლავურმა სახემ, ამიტომ ამ ფაქტორს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ.”

„ლომინაძეს მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა

საფრანგეთი ძლიერი და დაბალანსებული ნაკრებია, რომელიც შეცდომას არ გაპატიებს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. 

მოტივაცია საჭირო არაა. ყველას აქვს გააზრებული, რომ ასეთ გუნდთან თავის გამოჩენის შემთხვევაში მათ წინაშე დიდი პერსპექტივა გადაიშლება“, - რამაზ სვანაძე 


Facebook კომენტარები