ქუთაისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თაყაიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 22 წლის მიშო აშვეთია გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რა დროსაც მიხეილ აშვეთიას ეძინა და მან გამოსვლა ვერ შეძლო.
მომხდარს საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბი ეხმიანება - მიშო ფანკლუბის წევრი იყო. ის ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილია.
"სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია. ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა.
თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას. მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ", - წერს "ტორპედოს" ფანკლუბი..

 ქართული ფეხბურთი
 ქართული ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატი
 მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატი
 ევროპის ჩემპიონატი ერთა ლიგა
 ერთა ლიგა ჩემპიონთა ლიგა
 ჩემპიონთა ლიგა ევროპა ლიგა
 ევროპა ლიგა კონფერენს ლიგა
 კონფერენს ლიგა ინგლისი
 ინგლისი იტალია
 იტალია საფრანგეთი
 საფრანგეთი ესპანეთი
 ესპანეთი გერმანია
 გერმანია ჰოლანდია
 ჰოლანდია ქართული კალათბურთი
 ქართული კალათბურთი სანაკრებო
 სანაკრებო NBA
 NBA ევროლიგა
 ევროლიგა ძიუდო / ჭიდაობა
 ძიუდო / ჭიდაობა ოლიმპიური
 ოლიმპიური ძალოსნობა
 ძალოსნობა მკლავჭიდი
 მკლავჭიდი ავტოსპორტი
 ავტოსპორტი სხვა სახეობები
 სხვა სახეობები 
 
      
         
      
         
      
         
      
         
      
         
                   
         
                   
         
                   
         
                   
         
                   
        