1 თვის და 2 კვირის უკან
გიორგი სოხაძე
Aa

"მას მხოლოდ ეს აინტერესებს, მეც შემეძლო ეგოისტი ვყოფილიყავი" - რუნიმ რონალდუზე ისაუბრა

"მანჩესტერ იუანიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, უენი რუნი ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ედენ აზარის კოემნტარს გაკოეხმაურა, სადაც ბელგიელმა თქვა, რომ ის კრიშტიანუ რონალდუზე ნიჭიერია:

"აზარი უფრო ნიჭიერია, ვიდრე რონალდუ? კრიშტიანუს მენტალიტეტი გოლებია. მას სხვა არაფერი აინტერესებს, მხოლოდ გოლები. მაგალითად, მესი სულ სხვანაირი სტილის ფეხბურთელია, მას ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება სურს" 

"სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობდა აზარი. მას ისევე უყვარს ფეხბურთით სიამოვნების მიღება, როგორც მე" 

"შემეძლო ეგოისტი ვყოფილიყავი, შეტევაში დავრჩენილიყავი და ბევრი გოლი გამეტანა, მაგრამ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება მინდოდა"

Facebook კომენტარები