როგორც მოგეხსენებათ, 8 ივნისს ღამის 23:00 საათზე ერთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პორტუგალია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინა დღეს კრიშტიანუ რონალდუმ პრესკოფენრენცია გამართა, სადაც მას ოქროს ბურთთან დაკავშირებით ჰკითხეს:
"ჩემი აზრით, ოქროს ბურთი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა უნდა მიიღოს. თუმცა როგორც გითხარით — ვფიქრობ, ამ ჯილდოს ფასი დაკარგული აქვს!" - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.