6 დღის და 3 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ფრანგი ლეგენდა ხვიჩაზე ალაპარაკდა - რა განცხადება გაკეთდა კვარაცხელიაზე

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით სიანტერესო განცხადება გააკეთა.

"პსჟ ფინალში ბრწყინვალე იყო და ინტერს უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. 

"პარი სენ-ჟერმენის მებრძოლ ხასიათს კვარაცხელია გამოხატავს. მატჩის მიმდინარეობისას იყო ეპიზოდი, როდესაც ხვიჩა უკან ჩამოვიდა და დენზელ დუმფრისს ბურთი წაართვა. 

"ეს საოცარი მომენტი იყო და კვარაცხელიას მთელმა სტადიონმა ტაში დაუკრა. ამ ფეხბურთელმა გუნდში ჟინი შეიტანა და პირველივე დღიდან, განსხვავებას ქმნის", - თქვა ლიზარაზუმ.


Facebook კომენტარები