1 კვირის და 4 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"მგონია, რომ ხვიჩა ამას შეძლებს" - რა თქვა ლეონიდ სლუცკიმ

2024/2025 წლების სეზონის დასასრულს მიუახლოვდა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პსჟ გახდა.

პარიზელებმა ფინალში მილანის “ინტერი” 5:0 დაამარცხეს. ერთ-ერთი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

ლეონიდ სლუცკიმ კვარას შესახებ ისაუბრა:

“ვფიქრობ, არ მოიძებნება ისეთი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში ამდენი ტიტული მოიგო, მათ შორის იტალიის ჩემპიონატი. ამიტომ მგონია, ის შეძლებს და „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტი იქნება“ - განაცხადა სლუცკიმ.

ცნობისთვის, სლუცკი ხვიჩას “რუბინში” თამაშის პერიოდში წვრთნიდა.


Facebook კომენტარები