დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც ინტერი პარი სენ-ჟერმენს შეხვდება.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერი, 24 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც დიდი ალბათობით მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
მატჩამდე 12 საათით ადრე დიდი მოლოდინია ქართველ გულშემატკივარში და სოციალურ ქსელშიც არაერთი კომენტარი იწერება:
იქნებ დღეს ამ ორმა საათმა მაინც გაგვაერთიანოს, თუმცა ჰეითერებს და ჩასაფრებულებს რა დალევს, ზურგით მსხდომებსაც
დღეს ყველაზე დიდი დღეა, დღეს უნდა გავერთიანდეთ
პარი სენ-ჟერმენი 2:0 მოიგებს, კვარა გოლს გაიტანს და საგოლე გადაცემას შეასრულებს
ყველა საქმე გადავდე, მზად ვარ ყველაფრისთვის
დღეს თუ კვარა მოიგებს, ფეხბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახდება საქართველოში
ზოგიერთ მოძულეს დღეს ხვიჩა კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს
პარი სენ-ჟერმენისა და ინტერის მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.