3 დღის და 17 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

10 კაცი ცნობილია, დარჩა 1 - ლუის ენრიკეს შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის

პსჟ „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს სრულ მზადყოფნაში ხვდება. პარიზული გუნდის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა უნდა შეარჩიოს.

„პარიზიენი“ წერს, რომ ესპანელი სპეციალისტი არავითარ სიურპრიზებს არ შემოგვთავაზებს და მხოლოდ ისაა გასარკვევი, სასტარტოში ბრედლი ბარკოლას დააყენებს თუ დეზირე დუეს. გამოცემა ვარაუდობს, რომ რადგან სწრაფ ბარკოლას კონტრშეტევაზე თავის გამოჩენის მეტი საშუალება აქვს, ესპანელი სპეციალისტი მას მიანიჭებს უპირატესობას.

პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.

Facebook კომენტარები