2 თვის და 3 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

კვარამ ყველა გაგვაგიჟა – რას წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien ხვიჩას შესახებ

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ამბობს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ისინი უკვე გააგიჟა.

„ხვიჩა 1970-იანი წლებიდან დაბრუნებულ მოთამაშეს ჰგავს. გარეგნობა, ხასიათი, სათამაშო სტილი… ჩვენ ყველანი ვგიჟდებით კვარაზე. პარიზში ჩამოსულ ქართველს სულ რამდენიმე კვირა დასჭირდა ქომაგების გულების დასაპყრობად. ამ თავდამსხმელში ყველაფერი გხიბლავს. მარცხენა ფლანგზე რამდენიმე ელვისებრი აჩქარება საკმარისი გამოდგა, რომ პსჟ-ს ქომაგებს მისთვის სიმღერა მიეძღვნათ („Kvaraaaa, lololololo, Kvaraaa, lololololo“). ხვიჩა მათი გულების მოგებასა და მოლოდინების გამართლებას აგრძელებს. 

ამ ზამთარს მან ნეაპოლი 70 მილიონ ევროდ დატოვა. 24 წლის კვარამ იტალია გმირის სახელით დატოვა და კლუბის აბსოლუტური ლეგენდის დიეგო მარადონას პატივსაცემად კვარადონას მეტსახელი დაიმსახურა. პარიზში მისი ჩასვლიდან ხუთი თვის შემდეგ, ხვიჩა კლუბის პერსონალისა და გულშემატკივრების ერთსულოვანი ფავორიტია“.


Facebook კომენტარები