9 თვის წინ
Giorgi Chanturia
Aa

კვარას ტრავმა აწუხებს? - უახლესი ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან ისტორიულ შეხვედრაში კუნთი გაიჭიმა, რის გამოც მოედნიდან გასვლა მოუწია.

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია “ატალანტასთან” მატჩს საზარდულზე არსებული დისკომფორტის გამო გამოტოვებს.

ქართველმა ფეხბურთელმა ნაკრებიდან ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ ორივე სავარჯიშო სესია ფიტნეს დარბაზში ინდივიდუალურად გამართა.

ცნობისთვის, “ნაპოლისა” და “ატალანტას” დაპირისპირება 30 მარტს თბილისის დროით 15:30 საათზე შედგება.

Facebook კომენტარები