1 თვის და 1 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

ალჯამეინ სტერლინგმა თოფურიასა და ოლივეირას ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა

ილია თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება, უკვე ახალ წონაში, თუმცა ისევ საჩემპიონო ბრძოლით.

29 ივნისს ილია UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და მსუბუქი წონის ქამრის მოპოვებას შეეცდება.

ამ ბრძოლაზე თავისი პროგნოზი გააკეთა ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა ალჯამეინ სტერლინგმა.

"საინტერესო ბრძოლა გველის, თუმცა ერთი ფაქტორია. ოლივეირა ყველა ბრძოლაში ეცემა ოქტაგონზე. ყველა ბრძოლაში.

თუ თოფურია მას ისე მოარტყამს, როგორც სხვებს, მაშინ ჩარლზს ცუდი საღამო ელის და ილია მეორე წონაში გახდება ჩემპიონი", - ამბობს ალჯო


Facebook კომენტარები