1 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ქართველებისთვის წარმატებული ასპარეზობა - რა შედეგი დააფიქსირეს ახალგაზრდა მოკრივეებმა ალიევის თასზე

საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებისთვის აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული საერთაშორისო ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა. 

ქართველმა სპორტსმენებმა ჰეიდარ ალიევის თასზე ასპარეზობა 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. 

საუკეთესო შედეგი შალვა ბერიძემ, ემილ ისმაილოვმა და სანდრო კაპანაძემ აჩვენეს, რომელთაც შესაბამისად, 46, 48 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს და ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ. 

ზაზა მდინარაძემ (48 კგ) და სანდრო ლომიძემ (66 კგ) კი შეჯიბრებაზე გამოსვლა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულეს და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს. 


Facebook კომენტარები