როგორც მოგეხსენებათ, საქართველოდ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვდა.
ამ დიდ გამარჯვებაში ლომის წვლილი გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრწყინვალედ იასპარეზა.
ცნობილი იტალიური სააგენტოს, Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამარდაშვილის შეძენით “მილანი” დაინტერესდა.
ცნობისთვის, Transfermarkt ქართველ მეკარეს 35 მილიონ ევროდ აფასებს, “როსონერის” სწორედ ამდენი თანხის გაღება მოუწევს ქართველი მეკარის შესაძენად.