1 წლის და 4 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

მორიგი აღიარება - ნიკა ამაშუკელი Inventec Champions Cup-ის ფინალს იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი Inventec Champions Cup-ის ფინალს იმსაჯებს 24 მაისს, უელსის დედაქალაქ კარდიფში, Inventec Champions Cup-ის ფინალი გაიმართება.

 ერთმანეთს ნორთჰემპტონი (ინგლისი) და ბორდო (საფრანგეთი) დაუპირისპირდებიან. 

ფინალის მთავარი არბიტრი ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი იქნება, რაც დიდ წარმატებასა და აღიარებას წარმოადგენს როგორც მისთვის, ისე მთლიანად ქართული რაგბისთვის.