ნაპოლის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო, ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით კვლავ მოიხიბლა.
“არსენალთან მატჩს ვუყურე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მაღალი დონის მოთამაშეა კვარაცხელია. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია — ტექნიკა, დინამიკა, მოედანზე ხედვა — მას ყველაფერი აქვს, რაც ლიდერს სჭირდება,”
“ხვიჩას წარმატება გულწრფელად მიხარია და ვუსურვებ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგოს. მან ეს დაიმსახურა.” - განაცხადა იტალიელმა.