მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე მიხეილ აშვეთია საინფორმაციო სააგენტო Championat.com-თან მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის აქტუალურ თემებზე ისაუბრა.
ექს-ფორვარდმა კომენტარი გააკეთა როგორც ეროვნული გუნდის პროგრესზე, ასევე ხვიჩა კვარაცხელიას კარიერასა და რუსეთთან ამხანაგური მატჩის იდეაზე.
„ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის? ჩვენ, შესაძლოა გვინდოდეს ამ თამაშის ჩატარება, თუმცა ამის უფლებას პოლიტიკა არ გვაძლევს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკამ სპორტში შეაღწია. ამ მატჩის ორგანიზების შემთხვევაში, ნახევარი საქართველო ფეხბურთელებზე განრისხდება. პოლიტიკა ყველგან არის. მთელ მსოფლიოში სიგიჟე ხდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება და სიმშვიდე დაისადგურებს. არ მინდა, რომ ხალხი პოლიტიკის გამო იღუპებოდეს. მეზობლები ვართ და კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს,“ – აღნიშნა აშვეტიამ