ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტომ კლევერლი "ვოტფორდის" მთავარი მვწრთნელი აღარ იქნება.
ამ განცხადება კლუბის მფლობელმა, ჯინო პოცომ გააკეთა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც ისაუბრა და, რა თქმა უნდა, გიორგი ჩაკვეტაძეც იგულისხმა:
"13 წლის შემდეგ პირველად ჩავდეთ ინვესტიცია „უოტფორდში“ და ამ ხნის განმავლობაში შესანიშნავ საფეხბურთო კლუბში ბევრი რამ შეიცვალა, ამ გუნდით შეგვიძლია ვიამაყოთ.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს კლუბი საუკეთესო გავხადოთ. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ „უოტფორდი“ კონკურენტუნარიანი, წარმატებული გუნდი გახდეს და პრემიერლიგაში დაბრუნდეს.
ამ სეზონში დავინახე რეალური ნიშნები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მომავალ სეზონში პრემიერლიგაში დაწინაურებისთვის ვიბრძოლოთ. დიახ, ზოგჯერ თანმიმდევრულობა გვაკლდა, რის გამოც ცხრილში ქვემოთ მაშინ დავეშვით, როცა გვეგონა, რომ პირველ ექვსეულში შეგვეძლო ყოფნა. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეების ჯგუფი გვყავს, რომლებიც ამ სეზონის გამოცდილებას გამოიყენებენ და გაიგებენ, თუ რას ნიშნავს ჩემპიონშიპში მონაწილეობა.
ტომ კლევერლი ახალგაზრდა, ნიჭიერი მწვრთნელია, თუმცა გამოცდილების მისაღებად დრო სჭირდება. ვგრძნობდი, რომ მომავალ სეზონში ჩვენი მიზნების მისაღწევად უფრო გამოცდილი მწვრთნელი დაგვჭირდებოდა. შედეგები და თამაში, განსაკუთრებით შობის შემდეგ, არ იყო სახარბიელო და არ შეგვეძლო შემდეგ სეზონშიც ასე გაგვეგრძელებინა.
მესმის, რომ იქნებიან გულშემატკივრები, რომლებიც, რასაც არ უნდა ვამბობდეთ, არ დაგვეთანხმებიან. პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, გვჯერა, რომ კლუბის საკეთილდღეოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედების საფუძველი.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდში გამოცდილი მოთამაშეები შევინარჩუნოთ, ხოლო ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარებაში დავეხმაროთ. წარმატების მისაღწევად ამჟამინდელი შემადგენლობის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარების აუცილებლობას ვაცნობიერებთ.
კლუბი ფინანსური რისკის ქვეშ არასდროს იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სათამაშო თვალსაზრისით სტაბილურობა უზრუნველვყოთ. ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას საფეხბურთო კლუბის წინაშე და ყველა გადაწყვეტილებას „უოტფორდის“ საკეთილდღეოდ მივიღებთ. ყოველდღიურად ამისკენ ვისწრაფვით, გავაგრძელებთ მთელი ზაფხულის განმავლობაში და მომავალ სეზონშიც“.