1 თვის და 3 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"რთული მატჩი გველის ინტერთან" - რა თქვა ხვიჩამ ფინალში გასვლის შემდეგ

"არსენალის" დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Prime Video-სთან კომენტარი გააკეთა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ფინალში ვართ და ჩემთვის ეს ოცნება იყო — ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.“

„რთული მატჩი გველის ინტერთან, რომელიც ფინალში ყოფნას იმსახურებს, პატივს ვცემთ — ნერაძური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ასევე ვართ ჩვენც და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ“, - განაცხადა კვარამ.

ინტერსა და პარი სენ-ჟერმენს შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს მიუნხენში ჩატარდება.


Facebook კომენტარები