საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ მედიას კომენტარი მისცა.
ჟორჟს სატრანსფერო ჭორების შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:
"მინდა კლუბში ისტორია შევქმნა. ბევრი გოლის გატანა მინდა. რამდენიმე უკვე გავიტანე და კიდევ გავიტან.
ჩემს ტრანსფერთან გავრცელებულ ჭორებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ".
მიქაუტაძეს "ლიონი" ძალიან უყავრს და აქ თავს კარგად გრძნობს. მის ინტერესებში ამ ზაფხულს კლუბის შეცვლა არ ჯდება.