10 საათის და 34 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ეს უნდა გააკეთო, დანარჩენი კი დროის ამბავია" - ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა:

"ყველას უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ამის მიღწევა წარმოუდგენლად რთულია. სახელი ყველაფერს ამბობს - ჩემპიონების ლიგა.

უნდა უბიძგო საკუთარ თავს, რომ ოცნება აიხდინო, არ დანებდე, დანარჩენი უბრალოდ დროის ამბავია", - თქვა კვარამ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ხვიჩა და "პსჟ" ტურნირის ნახევარფინალში არიან.

Facebook კომენტარები