11 საათის და 2 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მიიღებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ს მედალს

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია ახლოსაა იმასთან, რომ ერთ სეზონში 2 ქვეყნის ჩემპიონი გახდეს.

"პარის სენ-ჟერმენთან" მოგებული ლიგა 1-ის შემდეგ ქართველის ყოფილი გუნდი "ნაპოლი" სკუდეტოს მოგებას უახლოვდება.

ბუნებრივია, არაერთ ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს ის საკითხი, მისცემენ თუ არა ხვიჩას იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედალს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა "La Gazzetta dello sport" საინტერესო ცნობებს ავრცელებს. 

"თუ ნაპოლი ტიტულს ისტორიაში მეოთხედ მოიგებს, ხვიჩა კვარაცხელია მედალს ავტომატურად ვერ მიიღებს. 

"იტალიის ჩემპიონატის დებულებაში არის წესი, რომელიც თავად მედალს იმ ფეხბურთელს გადასცემს, რომელიც საჩემპიონო მომენტში გუნდშია რეგისტრირებული, დანარჩენი კი "ნაპოლის" გადასაწყვეტია, გაუგზავნის თუ არა მას კუთვნილ ჯილდოს", - წერს გამოცემა.

მაშასადამე, მიიღებს თუ არა ხვიჩა ოქროს მედალს, ეს "ნაპოლის" გადასაწყვეტი იქნება.

Facebook კომენტარები