1 დღის და 2 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მიქაუტაძე TOP 3-შია - რა შედეგი დააფიქსირა ჟორჟმა ლიგა 1-ში

როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის ეგიდით გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა და "ლანსის" კარი ულამაზესი თავური დარტყმით აიღო.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის 2024/25 წლების სეზონში იმ მოთამაშეებს შორის, ვისაც სულ მცირე 10 გოლი აქვთ გატანილი, ქართველი შემტევი შეგდებული ბურთების სიხშირით ერთ-ერთი მოწინავეა. 

კერძოდ, ჩვენი ბომბარიდირი ამ სეზონში გატანილი გოლით თავს საშუალოდ ყოველ 128 წუთში იჩენს, რაც ლიგა 1-ში მესამე საუკეთესო მაჩვენებელია.

ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • 1. უსმან დემბელე (პსჟ) – 79 წუთი
  • 2. მიკა ბიერეტი (მონაკო) – 89 წუთი
  • 3. გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) – 128 წუთი
  • 4. მეისონ გრინვუდი (მარსელი) - 141 წუთი
  • 5. ჯონათან დევიდი (ლილი) – 144 წუთი

Facebook კომენტარები