1 დღის და 8 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა ვიცით ქოჩორას ხელფასზე ლისაბონის სპორტინგში - ტრანსფერის ახალი დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის “სპორტინგს” შეუერთდა.

პორტუგალიურმა გუნდმა “ლევანტეს” ქართველ ნახევარმცველში 5.5 მილიონი ევრო გადაუხადა, ლევანტე ასევე მიიღებს დაახლოებით 2 მილიონი ევროს ბონუსებს.

საგულისხმოა, რომ ქოჩორა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ცნობისთვის, გიორგი პორტუგალიურ გუნდს მიმდინარე წლის 30 ივნისის შემდეგ შეუერთდება.

ქოჩორაშვილის ხელფასი ლევანტეში თვეში 8 200 ევრო იყო, ეს ციფრი, ძალიან გაიზრდება, რადგან ლისაბონურ კლუბში ამ სეზონში კვირის საშუალო ხელფასი 20 000 ევროა. 

Facebook კომენტარები