1 დღის და 13 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

წელს კვარას ბოლო შანსია - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მომავალი 4 სეზონის გამარჯვებული დაასახელა

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია და მისი ახალი გუნდი პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იმყოფებიან.

მათ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ლონდონის არსენალი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს და ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამაჯრვებულს ფინალში ბარსელონა - ინტერის წყვილში გამარჯვებული შეხვდება.

საინტერესოა, რომ სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 სეზონის გამარჯვებული წინასწარ დაასახელა:

2025/26 - მანჩესტერ სიტი

2026/27 - ბაიერნი

2027/28 - ნიუკასლი

2028/29 - ბარსელონა

ასეთია სუპერკომპიუტერის ვარაუდებზე დაყრდნობილი პროგნოზი.

როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიასთან წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 წელში ბოლო შანსია.

Facebook კომენტარები