"ნაპოლი" სერია ა-ს ჩემპიონოსთან ძალიან ახლოსაა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "პარტენოპეი" უახლოეს მდევარ "ინტერს" 3 ქულით უსწრებს.
დარჩენილი მატჩების მიხედვით კი ფავორიტი სწორედ ნეაპოლური კლუბია.
მოგეხსენებათ, რომ გაჩემპიონების შემთხვევაში დამსახურებულ მედალს ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებს, რომელმაც სეზონის ნახევარი "ნაპოლიში" გაატარა.
ჩნდება კითხვა, თუ რით დაიმსახურა კვარამ ეს ჯიდლო. პასუხი კი ეს სტატისტიკაა:
დღემდე ხვიჩა "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის 5 გოლითა და 3 საგოლე პასით მე-4 ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.
ხვიჩას აქვს ისტორიული შანსი, რომ ორი ტოპ ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა ერთდროულად მოიგოს, რაც აქამდე არცერთ ფეხბურთელს არ დაუფიქსირებია.