3 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ტკტ-ს ერა დასრულდა - ცნობილია, სად გაიყიდება საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთები

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულში ორ ამხანგურ მატჩს გამართავს.

პირველი მატჩი 5 ივნისს ფარერების კუნძულების წინააღმდეგ, ხოლო მეორე დაპირისპირება 8 ივნისს კაბო-ვერდესთან შედგება.

რაც შეეხება ბილეთების გაყიდვას, როგორც გაირკვა თამაშებზე დასასწრები ბილეთების შეძენა 20-30-50-70 ლარის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

აქვე გეტყვით, რომ ბილეთები Biletebi.ge -ზე იქნება ხელმისაწვდომი.

Facebook კომენტარები