„თოფურია კარიერის დასრულებისთვის ემზადება“ - რას ამბობს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ქუინტონ ჯექსონმა მსუბუქ წონაში ილია თოფურიას გადასვლაზე ისაუბრა.
როგორც ქვემძიმე წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა თქმით, „ლეგენდა“ კარიერის დასრულებისთვის ემზადება. „თოფურიას პრეტენდენტთან ჩხუბი არ სურს, მას პირდაპირ მსუბუქი წონის ჩემპიონობა სურს. ხომ გესმით, ეს რას ნიშნავს? ის კარიერის დასრულებისთვის ემზადება... ვფიქრობ, თუ ეს ჩხუბი შედგა, თოფურია პენსიაზე გავა“. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლა ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა ორივე მებრძოლმა მოსამზადებელი კემპი უკვე დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისა და ილიას ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამასთანავე, თუ UFC 315-ზე ბელალ მუჰამედი საჩემპიონო ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდება, ისლამ მახაჩევმა შესაძლოა წონითი დივიზიონი შეიცვალოს და ქვესაშუალო წონაში ავიდეს - ამ შემთხვევაში ილია თოფურიამ და ჩარლზ ოლივეირამ შესაძლოა მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოლონ.