2 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარაცხელიამ ტიმბერი უბრალოდ მოედნიდან გააქრო..." - რა თქვა ლეგენდარულმა ზეედორფმა ქართველზე

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში არსენალმა პსჟ-ს უმასპინძლა.

სტუმრებმა შეხვედრა მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვეს.

აღნიშნული მატჩის შემდეგ ერთ-ერთ გამოცემასთან ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ისაუბრა.

ნიდერლანდელმა ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაში გამოარჩია:

"კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია და იგი უდიდესი სათამაშო ინტელექტით გამოირჩევა, რაც არსენალთან კიდევ უფრო დაადასტურა - მან ტიმბერი მოედნიდან უბრალოდ გააქრო.

მოედანზე უნდა იცოდე, რა უნდა გააკეთო. უნდა გესმოდეს, როდის უნდა მივარდე მეტოქეს ძლიერად და როდის არა. ასევე, როდის უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე - ყველაფერი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რადგან როდესაც კარგად ადიხარ პრესინგზე, ამას შეიძლება დიდი რისკები მოჰყვეს.

კვარაცხელიამ ტიმბერი უბრალოდ მოედნიდან გააქრო...", - თქვა ზეედორფმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განემრეობითი მატჩი 7 მაისს გაიმართება.


Facebook კომენტარები