2 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ყველაზე მაღალი ქულა მოედანზე! - რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "არსენალთან" პირველ ტაიმში

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "არსენალსა" და "პსჟ"-ს შორის პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა.

მე-4 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.

ქართველმა მშვენიერი ტაიმი ჩაატარა, უმეტესწილად მარცხენა ფლანგზე იდგა, სადაც მისი უშუალო მეტოქე, ტიმბერი გააწამა და აიძულა მის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმებულიყო.

ტრადიციულად, გამოცემა "Sofascore"-მა ფეხბურთელების პირველი ტაიმი შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ვინგერმა მათგან 7,2 ქულა დაიმსახურა, რაც მოედანზე საუკეთესო მაჩვენებელია.

Facebook კომენტარები