2 თვის წინ
სახელი უცნობია
Aa

20 პროცენტი დააკლდება - ცნობილია, რა თანხა მიიღო გიგა ჭიკაძემ დავიდ ონამასთან ბრძოლისთვის

კანზას სიტიში UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა. Მასში მონაწილეობას ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძეც იღებდა.

36 წლის ჭიკაძე 30 წლის უგანდელ დავიდ ონამასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა.

სამრაუნდიანი დაპირისპირების პირველი რაუნდი ქართველმა დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა მეორე და მესამე რაუნდებში ონამა ძალიან გააქტიურდა და ჭიკაძეს გაუჭირდა, განსაკუთრებით მიწაზე ყოფნის დროს.

როგორც გაირკვა, გიგია ჭიკაძის ანაზღაურება 700 ათასი დოლარია, თუმცა 20 პროცენტს (140 000$-ს) მისი მეტოქე მიიღებს, რადგან ქართველმა წონა ვერ ჩააბარა.

ამჟამად ქართველი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-12 ადგილზეა. ორგანიზაციაში ჩატარებული 11 ბრძოლის შემდეგ მას რვა გამარჯვება და სამი მარცხი აქვს.

Facebook კომენტარები