გიორგი მამარდაშვილის მეუღელმ ელენე ეპიტაშვილმა ჟურნალ “სითისთან” საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მამარდას ტრანსფერთან და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
– ესპანეთიდან, (ვალენსიიდან) მიდიხართ ბრიტანეთში, ლივერპულში, რომელიც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა – როგორ ემზადები ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპისთვის?
“– ბევრი მეუბნება – ალბათ რთულია ასე ხშირად იცვლიდე საცხოვრებელს და ყველაფერს თავიდან ეგუებოდეო, მაგრამ მე, პირადად, არ მიყვარს დიდი ხნით კომფორტის ზონაში ყოფნა და მივესალმები სიახლეებს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმას, რაც გიორგის კარიერისთვის უკეთესი იქნება.”
– ელენე, ძალიან ემოციური იყო შენი პოსტი ინსტაგრამზე, გიორგი გაამხნევე. როგორ გადალახეთ ეს პერიოდი? ვიცი, რომ ეს ერთად გადასალახი იქნებოდა.
“⁃ შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები. მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები. უბრალოდ, ხალხს შევახსენე, რომ აქამდე გიორგიმ ბევრი რამ გააკეთა, არაერთი საამაყო მომენტი ჰქონდა და მარცხის შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნებოდა მისი გამხნევება.” - განაცხადა მან.