როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ შეხვედრა გამართავს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ორივე შეხვედრის მეტოქე და სტადიონი დაასახელა.
დადასტურდა, რომ ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 5 ივნისს თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების წინააღმდეგ ჩაატარებს.
მეორე შეხვედრა კი 8 ივნისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს წინააღდმეგ გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ორივე მატჩი 20:00 საათზეა ჩანიშნული.