ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, თავისი სპორტული კარიერითა და პირადი დამოკიდებულებით ახალგაზრდებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
ბექაური არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი, რომ მისი მიღწევები მხოლოდ სპორტულ გამარჯვებებად არ დარჩეს და მაგალითი გახდეს მომავალი თაობებისთვის.
„ვფიქრობ, ჯუდო განსაკუთრებულად წარმოვაჩინე — ეს სპორტი ხალხს შევაყვარე. მინდა, ვიყო მოტივაცია ჩემი ხალხისთვის, მომავალი თაობისთვის და ჩემი ცხოვრების მაგალითზე გაიზარდოს ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც გახდებიან თუნდაც კარგი ადამიანები, არათუ დიდი ჩემპიონები,“ — ამბობს ლაშა.