UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური ფიგურა, კონორ მაკგრეგორი, სოციალურ ქსელებში მერაბ დვალიშვილის შესახებ ხმამაღალი კომენტარებით გამოეხმაურა. როგორც ჩანს, ირლანდიელს ქართველი მებრძოლის შთამბეჭდავი წარმატება არ დარჩენია შეუმჩნეველი.
„მერაბი ვარსკვლავია!“ — ასე მოკლედ და მკაფიოდ დაახასიათა მაკგრეგორმა UFC-ის ახალ ვარსკვლავზე თავისი პირველი შთაბეჭდილება, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა იმწამსვე აიტაცეს.
დვალიშვილის წაუგებელი სერია, აგრესიული სტილი და დაუღალავი ტემპი უყურადღებოდ არ დარჩენილა იმ მებრძოლისთვისაც კი, რომელიც თვითონ იყო სუპერვარსკვლავობის სინონიმი წლების განმავლობაში.
„და ახლა, წლების შემდეგ… მოქმედი, დამცველი UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი! შესანიშნავია!“ — დაწერა მაკგრეგორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი), მას შემდეგ რაც მერაბმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა ოქტაგონზე.