ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების დასრულების შემდეგ, 2025 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განახლდა.
ცნობილი გამოცემებისა და ბუკმეკერების შეფასებით, ტიტულის მთავარი ფავორიტი კვლავ „ბარსელონას“ ბრაზილიელი შემტევი რაფინიაა. მეორე ადგილზე გადავიდა „პსჟ“-ს ფრანგი ვარსკვლავი უსმან დემბელე, ხოლო მესამე პოზიცია „ლივერპულის“ ლიდერს, მოჰამედ სალაჰს უკავია.
რაც შეეხება „პსჟ“-ს ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას – გამოცემა FourFourTwo-ს რეიტინგში ის მე-9 პოზიციაზეა. გამოცემა წერს:
„ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს ფეხბურთის ინსტინქტურ და თავისუფალ სტილს, რომელიც ხშირად ჯილდოვდება მსგავს შეჯიბრებებში. არ გაგიკვირდეთ, თუ მისი შანსები ოქროს ბურთის მოგებისთვის კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.“