2 კვირის და 6 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ეს მერაბი არ არის - ვის აქვს საუკეთესო კარდიო UFC-ში ხაბიბის აზრით

UFC-ს ლეგენდამ ხაბიბ ნურმაგომედოვმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით, ბელალ მუჰამედს ამ ორგანიზაციაში საუკეთესო კარდიო აქვს. 

"ბელალ მუჰამედს თავის დივიზიონში და შეიძლება მთლიანად UFC-ში საუკეთესო კარდიო აქვს. 

"ბრძოლის დროს ის საოცრად გამოიყურება", - ამბობს ხაბიბი.

ბუნებრივია, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მერაბ დვალიშვილის კარდიოზე UFC-ს არაერთი ლეგენდა საუბრობს და საუკეთესოდ აღიარებს.

Facebook კომენტარები