როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს მასშტაბით სრულიად ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
იტალიაში, საქართველოს ნაკრების 20 წლოს მცველი საბა გოგლიჩიძე თანაგუნდელებთან ერთად "ემპოლის" საავადმყოფოს ეწვია.
საბამ გუნდელებთან ერთად კლინიკის პერსონალს და კლინიკაში მყოფ პაციენტებს სააღდგომოდ საჩუქრები გადასცა.
ცნობისთვის, საბამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 28 მატჩი ჩაატარა.