3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ამის გამო კვარას პრემიას აუცილებლად მისცემენ - რამდენი მილიონი გამოიმუშავა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლით

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპოინთა ლიგის 1/4-ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-მ "ასტონ ვილა" 2-მატჩიან დაპირისპირებაში დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

პარიზულ გუნდს ნახევარფინალში მეტოქედ ლონდონის "არსენალი შეხვდა.

მეორე ფინალისტი კი მილანის "ინტერსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის გაირკვევა.

რა საკვირველია, ნახევარფინალში გასვლისთვის UEFA-მ გუნდებს ფულადი პრემია მისცა.

ცნობილი ხდება თუ რა თანხა მიიღო თითეულმა კლუბმა:

პსჟ - 119.4 მილიონი ევრო;

ინტერი - 118.1 მილიონი ევრო;

არსენალი - 116.9 მილიონი ევრო;

ბარსელონა - 116.5 მილიონი ევრო;

Facebook კომენტარები