UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ამჯამად მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა:
"ჩვენ არ ვიცით, ილია ამ წონაში რას წარმოადგენს. ვფიქრობ, ისლამისთვის არმან ცარუკიანი უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე ილია", - განაცხადა ხაბიბმა.