1 დღის და 17 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ამჯერად ო'მალისთან სხვანაირად ვიჩხუბებ" - მერაბ დვალიშვილის პრესკონფერენცია

როგორც მოგეხსენებათ, UFC-იმ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის რემატჩი ოფიციალურად ჩანიშნა.

ქართველი ჩემპიონი საჩემპიონო ქამრის მეორე დაცვას შეეცდება.

უკვე შედგა მებრძოლების პრესკონფერენციაც, საიდანაც გთავაზობთ მერაბის კომენტარებს:

''ცხადია, ჩემი ჩაცმულობა და ეს თოჯინა პატარა ხუმრობაა. ამ ბრძოლას სერიოზულად ვუყურებ, ყველამ ვიცით, რომ შონი კარგი მებრძოლია. ის თავის ბრძოლაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს და კარგი ბრძოლა იქნება.

შონმა თქვა, რომ ის ბრძოლისას ტრავმირებული იყო. ახლა კი 70%-ით უკეთესია. მხოლოდ მე და მან ვიგრძენით, თუ როგორი მებრძოლია. ადვილი ჩხუბი არ იქნება, ეს ჩემი პირველი რემატჩია პროფესიონალურ კარიერაში. იმავე ადამიანთან ჩხუბი მარტივი არაა. ის ეცდება ჩემს დაფინიშებას და მეც იმავეს ვეცდები. 

ახლა განსხვავებული სიტუაციაა, როდესაც ბოლოს ვიჩხუბეთ, ის ბინძურად მესაუბრებოდა და პატივისცემას ვერ ვგრძნობდი. დავპირდი, რომ შოუს ვაჩვენებდი და ეს შევასრულე. ის ახლა თავმდაბალია და პატივისცემის გრძნობაც მაქვს. ვეცდები ისევ პროფესიონალურად მივუდგე საქმეს. ის ჩემი თეიქდაუნების შეჩერებას ეცდება, ველოდები განსხვავებულ ჩხუბს'', - თქვა მერაბმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დვალიშვილა ჩემპიონის ქამარი სწორედ ო'მალის დამარცხებით მოიპოვა.

Facebook კომენტარები